რუსთავში ავტომობილი დაიწვა [photo]

2020-03-06 10:19:54

რუსთავში ავტომობილი დაიწვა.

ხანძარი გმირთა მემორიალთან არსებულ ავტოსამრეცხაოს სადგომზე იყო.

"შევროლეტი"-ს მარკის ავტომობილს ცეცხლი ძრავში, სავარაუდოდ ელექტროსადენებიდან გაუჩნდა.

ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო სამსახურის ეკიპაჟი.

ხანძრის ლოკალიზება დროულად მოხერხდა.