ნიკა მაჩაიძე და ტუსია ბერიძე რუსთავში [photo]

2020-03-02 18:39:25

რუსთავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრმა ქართული ელექტრონული მუსიკის პიონერს, ნიკა მაჩაიძეს, რომელსაც მსმენელი ნიკაკოის ფსევდონომით იცნობს, მეუღლესთან, ტუსია ბერიძესთან ერთად უმასპინძლა.

შეხვედრა USAID-ში ახალგაზრდული ორგანიზაცია "იმპულსის" ინიციატივით შედგა.

ელექტრონული მუსიკის პროდიუსერებმა მუსიკის ამ მიმართულებით დაინტერესებულ რუსთაველ ახალგაზრდებს ლექცია-ვორქშოფი ჩაუტარეს. ლექცია-ვორქშოფის ფარგლებში, ნიკა მაჩაიძემა და ტუსია ბერიძემ ახალგაზრდებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს და ამ სფეროში მოღვაწე სხვადასხვა არტისტის შემოქმედებაც მიმოიხილეს.

ლექციის ბოლოს მუსიკოსებმა შეხვედრაზე დამსწრები დამწყები არტისტების შემოქმედება მოისმინეს და ახალგაზრდებს მათ მიერვე შექმნილი მუსიკაც შესთავაზეს.