რუსთავში, ასლანიკაშვილის ქუჩაზე სკვერის დასუფთავების დროს ქალაქის მერი და ააიპ "რუსთავსერვის ცენტრის" ხელმძღვანელი ცენტრის გამწვანების თანამშრომელ ქალებს მოულოდნელად ეწვივნენ. [ვიდეო/video]
იმის გამო რომ 3 მარტი ქვეყანაში ოფიციალურად დასვენების დღედაა გამოცხადებული ირაკლი ტაბაღუა და გიორგი გოროზია ააიპ-ის თანამშრომლებს სამუშაო ადგილზე ერთი დღით ადრე ესტუმრნენ და დედის დღე მიულოცეს.
ირაკლი ტაბაღუამ და გიორგი გოროზიამ რუსთავსერვის ცენტრის თანამშრომლებს დღესასწაულთან დაკავშირებით საჩუქრად ყვავილები გადასცეს.
3 მარტი დედის დღედ საქართველოს პირველმა პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ დააწესა. პირველი პრეზიდენტის გადაწყვეტილება 1991 წელს საქართველოს უზენაესმა საბჭომ დაამტკიცა.