რუსთავში საყვავილე თარგებში სეზონური ყვავილები დარგეს

2020-02-27 13:09:48

რუსთავში, საყვავილე თარგებში ფერადი ყვავილები დარგეს. ასევე განახლდა საყვავილე კლუმბებიც.

ქალაქის მთავარ მოედანზე არსებულ გამწვანებებზე კი"რუსთავსერვის ცენტრის" სასათბურე მეურნეობაში გამოყვანილი სეზონური ყვავილი "ვიოლა" დაირგო.

ფერადი ვიოლები "რუსთავსერვის ცენტრის’" სასათბურე მეურნეობაშია გამოყვანილი. სანერგეში ამჟამად 50-ზე მეტი სახეობის 10 000-ზე მეტი ძირი მცენარე ხარობს.

რუსთავსერვის ცენტრის ინფორმაციით, უახლოეს პერიოდში ფერადი მცენარეებით განახლდება მარჯვენა და მარცხენა სანაპიროების დამაკავშირებელ ხიდზე არსებული თარგები.

შეგახსენებთ, რომ სწორედ აღნიშნული სამსახური უზრუნველყოფს მცენარეების მოვლა-პატრონობას.