როგორ უნდა გაიკეთოთ და გამოიყენოთ ნიღაბი [video]

2020-02-27 11:26:27

კორონავირუსის ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა ვირუსული ინფექციის გავრცელების დროს, მნიშვნელოვანია ჰიგიენისა და თავდაცვის საშუალებების გამოყენების წესების დაცვა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია და დაავადებათა კონტროლის ცენტრი ავრცელებენ რეკომენდაციებს, თუ როდის და როგორ მოვიხმაროთ სამედიცინო ნიღაბი. [video/ვიდეო]

ნიღბის გაკეთებამდე დაიბანეთ ხელები საპნითა და წყლით, ან დაიმუშავეთ სპირტისშემცველი ხსნარით.

ნიღაბი უნდა ფარავდეს ცხვირისა და პირის მიდამოებს და სახეზე მჭიდროდ უნდა იყოს მორგებული.

მოხმარებისას არ შეეხოთ ნიღაბს, შეხების შემთხვევაში კი დაიბანეთ ან დაიმუშავეთ ხელები.

დაბინძურებისთანავე შეცვალეთ ნიღაბი ახლით და არ ისარგებლოთ გამოყენებული ნიღაბით განმეორებით!

ნიღბის მოხსნისას არ შეეხოთ წინა ნაწილს. მოხსნისთანავე გადააგდეთ დახურული ნაგვის ურნაში და დაიბანეთ ან დაიმუშავეთ ხელები.

გარდა ამისა, შეგიძლიათ გაეცნოთ დაავადებათა კონტროლის ცენტრის რჩევებს პირბადისა და სხვა სამედიცინო აღჭურვილობის გამოყენების შესახებ სამედიცინო პერსონალისთვის.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, 26 თებერვალს საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ვირუსი დაუდგინდა საქართველოს მოქალაქეს, რომელიც აზერბაიჯანის გავლით ირანიდან საქართველოში შემოვიდა. მინისტრის თქმით, ის საბაჟოდან პირდაპირ ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს და სხვა ადამიანებთან შეხება არ ჰქონია. მისივე თქმით, მებაჟეები, რომლებმაც ის შეამოწმეს, პრევენციისთვის, კარანტინში მოთავსდებიან.