რიგები რუსთავის აფთიაქებთან [photo]

2020-02-27 00:06:05

რუსთავში, სადღეღამისო აფთიაქებთან რიგები შეინიშნება.

მოსახლეობა აფთიაქებში პირბადეებს ეძებს, აღსანიშნავია რომ აფთიქებისდიდ ნაწილში სამედიცინო ნიღაბის შეძენა ამ დრომდე შეუძლებელია. პიბადეების შეძენა საღამოს მხოლოდ რამდენიმე აფთიაქში იყო შესაძლებელი.

"მე მინდა დავამშვიდო საქართველოს მოქალაქეები, ჩვენ არ გვაქვს პანიკის რისკი, ვინაიდან ჩვენი მთავრობა ყველაფერს ახორციელებს და მივმართავთ ყველა ზომას, რომ საქართველოში არ გვქონდეს კორონავირუსის ეპიდემია. რამდენიმე წუთის წინ დავასრულეთ პრემიერთან საგანგებო საბჭოს შეხვედრა, სადაც მივიღეთ დამატებითი გადაწყვეტილებები. ამ ეტაპისთვის ჩვენ გვაქვს საკმარისი საკარანტინე სივრცეები, ისევე როგორც სათანადოდ აღჭურვილი და მომზადებული საავადმყოფოს სივრცეები", - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

სოციალურ ქსელში ასევე ვრცელდება ფოტოები თბილისის სუპერმარკეტებიდან.