სოციალურ ქსელში მომხმარებლები წერენ, რომ რუსთავის სააფთიაქო ქსელებში პირბადეების მარაგი არ არის.
ასევე აღნიშნავენ, რომ მისი ფასი გაცილებით მეტია, ვიდრე წინა დღეებში იყო.
საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავი" ინფორმაციის დაზუსტების მიზნით რამდენიმე აფთიაქს დაუკავშირდა და გაარკვია, რომ ზოგიერთ ფარმაცევტულ დაწესებულებაში პირბადეების რაოდენობა მართლაც ამოიწურა.
"ფარმ სახლში", "ავერსში", და "პე-ეს-პეში" სამედიცინო პირბადის ყიდვას ამ დროისთვის მოსახლეობა ვერ შეძლებს.
ხოლო "ფარმადეპოში", "ჯიპისიში" და "იმპექსი" მარაგი არის და პირბადის მინიმალური ფასი 20 თეთრია.
წინა თვესთან შედარებით სამედიცინო პირბადის ფასი ორჯერ გაიზარდა.