"მეზობელი ფანჯრიდან ფეკალიებს ისვრის" [video]

2020-03-01 21:38:04

რუსთავში, მე-19 მიკრორაიონის მოსახლეობა დახმარებას ითხოვს. #12 კორპუსის ერთ-ერთი მცხოვრები, ზაირა ლომიძე "ინფო რუსთავს" დაუკავშირდა და აცნობა, რომ მეზობელი უკვე 5 წელია სისტემატიურად აბინძურებს კორპუსის მიმდებარე ტერიტორიას. [ვიდეო/video]

როგორც ადგილზე მისულმა საინფორმაციო სააგნეტოს გადამღებმა ჯგუფმა გაარკვია, 70 წლამდე ქალბატონი მარტო ცხოვრობს და მე-2 სართულიდან  ფეკალურ მასებსა და სხვადასხვა სახის ნაგავს სისტემატიურად ისვრის.

როგორც ზაირა ლომიძე საინფორმაციო სააგენტოს უყვება, ადგილობრივებმა რამდენჯერმე მიმართეს სამართალდამცავ ორგანოს და საქმის კურსში ჩააყენეს მერიის სამსახურებიც, თუმცა უშედეგოდ.

მე-2 სართულზე მცხოვრებმა ქალბატონმა "ინფო რუსთავის" ჟურნალისტს კარი არ გაუღო და მის მიერ დასმულ კითხვებსაც არ უპასუხა.

70 წლამდე ქალბატონის შვილმა, რომელიც დედასთან არ ცხოვრობს, თუმცა აღნიშნულ საცხოვრებელ სახლში რეგისტრირდება, ასევე არ უპასუხა "ინფო რუსთავის" ზარებს. #12 კორპუსის მცხოვრებლების თქმით, მეზობლის შვილს დახმარების თხოვნით არაერთხელ მიმართეს, თუმცა ფაქტს მისგან რეაგირება არ მოჰყოლია.

ადგილობრივები აცხადებენ, რომ გაუსაძლის მდგომარეობაში იმყოფებიან. მათი თქმით, ხშირად უწევთ ტერიტორიის საკუთარი ძალებით დასუფთავება, განსაკუთრებით კი, უსიამოვნო სუნით წუხდებიან.


ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები