არჩილ თალაკვაძის სახლთან პოლიციის მობილიზებაა

2020-02-24 13:32:50

პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის სახლთან პოლიციის მობილიზებაა. ფაქტთან დაკავშირებით შსს-ში აცხადებენ, რომ საცხოვრებელ კორპუსში აღმოჩენილია, სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღი.

"იარაღი სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელმა აღმოაჩინა და გვაცნობა, რასაც მოჰყვა მყისიერი რეაგირება სამართალდამცავების მიერ. გამოძიება დაიწყო თბილისის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით“, - აცხადებენ შსს-ში.

გავრცელებული ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ პარლამენტის თავმჯდომარის საცხოვრებელი ბინის გაქურდვის მცდელობას ჰქონდა ადგილი, არ დასტურდება.