მიკროავტობუსი გზიდან გადავარდა [photo]

2020-02-23 15:57:59

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა გორის მუნიციპალიტეტში.

სოფელ ქიწნისთან მიკროავტობუსის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და გადატრიალდა.

ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.

ავარიის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა, პაციენტები გორის სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.