სიძემ სიდედრის მოკვლა სცადა

2020-02-22 16:55:30

თბილისში, ჩუღურეთის რაიონში მამაკაცმა ქალი დაჭრა.

"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით 30 წელს გადაცილებულმა სიძემ 60 წლამდე სიდედრს ჭრილობები ცივი იარაღით მიაყენა.

დაჭრას წინ სიტყვიერი შელაპარაკება უძღოდა, კამათის დროს კი მამაკამა ქალი დაჭრა და ადგილიდან მიიმალა.

"ინფო რუსთავს" შსს-ში განუცხადეს რომ "მომხდარზე გამოძიება სსკ 19-109-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ოჯახის წევრის მიმართ განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს."