ავარია რუსთავში

2020-02-18 11:46:37

ავარია რუსთავში. ავტოსაგზაო შემთხვევა მეგობრობის გამზირზე, გმირთა მემორიალის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე მობილიზებული იყო რუსთავის საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი.