ადგილობრივებმა გზა გადაკეტეს და დასაქმებას ითხოვენ.

2017-04-22 11:20:49

წალკაში ადგილობრივებმა გზა გადაკეტეს. სოფელ ქიზილკილისას მოსახლეობა ითხოვს სამხრეთ კავკასიის გაზსადენის გაფართოების პროექტის ფარგლებში მიმდინარე სამუშაოებში ჩართვას. მათი თქმით პროექტზე 2000 ადამიანი არის დასაქმებული და აქედან, მხოლოდ 600 ადამიანია ადგილობრივი, თუმცა კომპანიას ხელშეკრულების საფუძველზე ევალება რომ ძირითადი აქცენტი დასაქმების კუთხით ადგილობრივ მოსახლეობაზე გააკეთოს. "ბიპი"-ს საქართველოს წარმომადგენლობის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა თამილა ჩანტლაძემ "ინფო რუსთავს განუცხადა რომ - "პროექტის ფარგლებში წალკაში შენდება საკომპრესორო სადგული, ჩვენთვის ცნობილია ადგილობრივების მოთხოვნა. კონტრაქტორმა კომპანიამ აღნიშნულთან დაკავშირებით წერილი უკვე მოამზადა. ამჟამად ამ კონკრეტულ ობიექტზე დასაქმებულთა ნახევარი არის წალკის მუნიციპალიტეტიდან და ჯამში თანამშრომელთა 80% არის საქართველოს მოქალაქე. ადგილობრივებს რა თქმა უნდა ვანიჭებთ უპირატესობას, მათ უტარდებათ შესაბამისი ტრენინგები, თუმცა კომპანიას აქვს თავისი მოთხოვნები და შესაბამისად შერჩევა ხდება იმის მიხედვით რამდენად კვალიფიციურია".