ტურნირი რუსთავის საკალათბურთო აკადემიაში [photo]

2020-02-15 15:53:07

რუსთავის საკალათბურთო აკადემიის ბაზაზე შიდა ტურნირის ფინალური მატჩი შედგა.

ფინალურ მატჩში ერთმანეთს "სან ანტონიო" და "ჩიკაგო" შეხვდნენ. დაძაბული შეხვედრა "სან ანტონიოს" გამარჯვებით, ანგარიშით 16:12 დასრულდა.

ტურნირის დასასრულს გამარჯვებული გუნდი დაჯილდოვდა. ასევე სიგელები და თასები გადაეცათ ტურნირში მონაწილე გუნდებიდან საუკეთესო მოთამაშეებს, მაყურებლის სიმპატიასა და სწრაფად პროგრესირებად მოთამაშეს.

გამოვლინდა ტურნირის საუკეთესო კალათბურთელიც, ამ ტიტულის მფლობდლი დავით უჩავა გახდა.

რუსთავის საკალათბურთო აკადემიის შიდა ტურნირში 2008, 2009 და 2010 წელს დაბადებული ბავშვები მონაწილეობდნენ.

აკადემიის მხრიდან აღნიშნული ტურნირის ჩატარების მთავარი მიზანი პატარა კალათბურთელების შედეგების ხილვა და მათი კიდევ უფრო გაუმჯობესება იყო. რუსთავის საკალათბურთო აკადემია აქტიურად ემზადება  „ჯუნიორ NBA-ს“ ლიგისთვის, რომელიც გაზაფხულზე გაიმართება. მასში მონაწილეობას აკადემიის საუკეთესო მოთამაშეები მიიღებენ.