მშვიდობის ქუჩის რეაბილიტაცია გრძელდება

2020-02-13 17:17:46

რუსთავის მერიამ მშვიდობის ქუჩის გზის დარჩენილი ნაწილის რეაბილიტაციისთვის ტენდერი გამოაცხადა.

სამუშაოს შესრულების ვადა ხელშეკრულების დადებიდან 60 (სამოცი) კალენდარული დღეა.

სატენდერო ნახაზის მიხედვით, გამარჯვებულ კომპანიას ევალება: ბორდიურების მოწყობა, ვაკისის მომზადება და ბეტონის დაგების სამუშაოების დასრულება, აგრეთვე საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია კორექტირება და არსებული შესრულებული სამუშაოების ხელმეორედ გაკეთება.

სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულებისთვის ბიუჯეტიდან  595 441 ლარია გამოყოფილი.

დოკუმენტებს მიბმულ განმარტებით ბარათში ვკითხულობთ, რომ 2018 წელს დაიწყო აღნიშნული გზის რეაბილიტაცია, მაგრამ ვერ დასრულდა არაკეთილსინდისიერი შემსრულებელი კომპანიის მიერ არაჯეროვნად შესრულებული სამუშაოების გამო.

შეგახსენებთ, მშვიდობის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები 2018 წელს დაიწყო და ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას "ჰერიოს"  სარეაბილიტაციო სამუშაოები 2018 წლის 29 აგვისტოს უნდა დაესრულებინა. სამუშაოების დროულად არ შესრულების გამო კომპანიას ხელშეკრულება შეუჩერდა და ჯარიმა დაეკისრა.