კრიტიკული შეუსაბამობები საბავშვო ბაღის და სკოლის ბუფეტში

2020-02-14 13:18:40

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ 2019 წლის მე-4 კვარტლის კონტროლის შედეგები გამოაქვეყნა. შემოწმებულ საწარმოებს შორის არის: კვების ობიექტები, საბავშვო ბაღები, მაღაზიები.

„ინფო რუსთავი“ სეს-ის მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებზე დაყრდნობით, გთავაზობთ, კაფე/ბარების, სკოლის-საბავშვო ბაღის სასადილოების, აგრარული ბაზრების ჩამონათვალს, სადაც შემოწმების შედეგად, კრიტიკული შეუსაბამობა დაფიქსირდა.

შპს „მასტერ ფუდი“ (საშაურმე) - სავენტილაციო სისტემა დაბინძურებულია, წარმოიქმნება კონდენსატი, რომელიც წვეთავს იქ, სადაც მიმდინარეობს წარმოების ღია პროცესი.

შპს „გურმანი IX“ (კაფე-ბარი, რესტორანი) - სამზარეულოს ჭერიდან ცვივა ნაწილაკები; გამწოვზე ფიქსირდება კონდენსატი; სამზარეულოს ინვენტარი არ ექვემდებარება სრულყოფილ რეცხვა/დეზინფექციას; სურსათის შესაფუთი მასალა არ ინახება სათანადო პირობებში.

თბილისის №100 საბავშვო ბაგა-ბაღი (საჯარო ბაგა-ბაღის ბუფეტი) - სათავსოში, სადაც ხდება სურსათის წარმოება/გადამუშავების ღია პროცესი, აღმოჩენილია მწერები.

შპს „ლეგო 2011“ (აგრარული ბაზარი, წინამძღვრიშვილის ქ. 186) - ყველის სექციაში ( ფ.პ დალი წულაიას და ფ.პ მზია თითბერიძის) დახლებში დარღვეულია ყველის შენახვის ტემპერატურული რეჟიმი.

შპს „სამგორი 2004“ (აგრარული ბაზარი, მოსკოვის გამზირი 6) - შენახვა/რეალიზაციის ეტაპზე არ არის დაცული ნორმატიული აქტებით ან ბიზნესოპერატორის მიერ დადგენილი სურსათის შენახვის სათანადო ტემპერატურა.

შპს მ.ზ. (აგრარული ბაზარი, „დიდუბის“ მეტროს მ/ტ) - იმ სათავსოში (ხორცის დასაჭრელ კუნძთან), სადაც მიმდინარეობს სურსათის წარმოება/გადამუშავების ღია პროცესი, კედელი არ ექვემდებარება დასუფთავება/დეზინფექციას; არ სუფთავდება სამზარეულოს ინვენტარი.

შპს „ანტრე 2008“ (კაფე-ბარი, რესტორანი, გაგარინის ქ. #25) - იმ სათავსოს დაკიდულ კონსტრუქციაზე (გამწოვი), სადაც მიმდინარეობს სურსათის წარმოების/გადამუშავების ღია პროცესი, ხდება კონდენსატის წარმოქმნა და სურსათის დაბინძურება; წარმოების, გადამუშავების, დისტრიბუციის, მათ შორის შენახვის ეტაპებზე, არ არის დაცული ნორმატიული აქტებით ან ბიზნესოპერატორის მიერ დადგენილი, სურსათის შენახვის სათანადო ტემპერატურა; გადასაზიდი სატრანსპორტო საშუალება არ იძლევა სურსათისთვის საჭირო ტემპერატურის რეჟიმის შენარჩუნების და აღრიცხვის შესაძლებლობას.

შპს „ჯორჯიან გრუპი“ (კაფე-ბარი, რესტორანი, მარჯანიშვილი ქ. #5) იმ სათავსოს დაკიდულ კონსტრუქციებზე, სადაც მიმდინარეობს სურსათის წარმოების/გადამუშავების ღია პროცესი, ხდება კონდენსატის წარმოქმნა და სურსათის დაბინძურება.

შპს „ფასანაური 2015“ (კაფე-ბარი, რესტორანი, ვ. გორგასლის ქ #1) - დარღვეულია ტექნოლოგიური პროცესების ნაკადურობა. ცომსაზელი განთავსებულია გასახდელსა და საწყობის სივრცეში; კედლები ცომსაზელთან დაზიანებულია, ხდება ცვენა იქ, სადაც მიმდინარეობს წარმოების ღია პროცესი; ცომსაზელის თავზე და სალათების მოსამზადებელი მაგიდის თავზე ჭერი დაზიანებულია, ხდება ნაწილაკების ცვენა იქ, სადაც მიმდინარეობს წარმოების ღია პროცესი; შესაფუთი მასალა არ ინახება ისეთ მდგომარეობაში, რომ გამოირიცხოს რაიმე სახით დაბინძურება.

შპს „სფაის გარდენ“ (კაფე-ბარი, რესტორანი, დავით აღმაშენებლის გამზ. N123) - იმ სათავსოს ჭერზე და დაკიდულ კონსტრუქციებზე, სადაც მიმდინარეობს სურსათის წარმოების/გადამუშავების ღია პროცესი, ხდება კონდენსატის წარმოქმნა და სურსათის დაბინძურება; არ ხდება იმ საგნების, აღჭურვილობების, მოწყობილობებისა და ზედაპირების დასუფთავება და საჭიროების შემთხვევაში დეზინფექცია, რომელიც შეხებაშია სურსათთან.

შპს „იფქლი პირველი“ (პურის საცხობი, თონე, ვაშლიჯვარი, გოძიაშვილის ქ. #22/24) - პურის საცხობ ღუმელებთან ჭერში ხდება კონდენსატის წარმოქმნა და წვეთა წარმოების ღია პროცესზე; ჭერის ნაწილი პურის საცხობ საამქროში დაზიანებულია და ცვივა ნაწილაკები.

მერაბი დვალი (სასადილო, აბასთუმნის ქ. №1) - სამზარეულოში არის დიდი რაოდენობით მწერი; კედლის ნაწილი დაზიანებულია იქ, სადაც მიმდინარეობს წარმოების ღია პროცესი. არ ექვემდებარება რეცხვა დეზინფექციას; ჭერის ნაწილი დაზიანებულია იქ, სადაც მიმდინარეობს წარმოების ღია პროცესი. არ ექვემდებარება რეცხვა დეზინფექციას; გამწოვი სავენტილაციო სისტემა არის ჭუჭყიანი, ხდება კონდენსატის წარმოქმნა და წვეთა იქ, სადაც მიმდინარეობს წარმოების ღია პროცესი; სურსათთან შეხებაში მყოფი ჭურჭლისა და აღჭურვილობის (თასები, დანები, ჩამჩები, ქვაბები) რეცხვა დეზინფექცია არ ხდება; ინვენტარის (თასები, ქვაბები) ნაწილი კოროზირებულია.

შპს „კ და მ რესტორნები 1“ (კაფე-ბარი, რესტორანი, რუსთაველის ქუჩა N 2/4) სავენტილაციო სისტემაზე (რომლის ქვეშაც ხინკალი იხარშება) წარმოიქმნება კონდენსატი.

შპს „გრანდი“ (სწრაფი კვების ობიექტი, აკაკი წერეთლის გამზირი 142 მოპირდაპირედ) - არასათანადო პირობები

ი/მ "თორნიკე სისაური" (სკოლის ბუფეტი/სამზარეულო, აკ.წერეთლის გამზ N42) - ნედლეული ინახება არასათანადო პირობებში.

შპს „ბოჰემა“ (კაფე-სახაჭაპურე, გრიშაშვილის ქ. N11) - სამზარეულოს სავენტილაციო სისტემა არ არის სუფთა მდგომარეობაში. წარმოიქმნება კონდენსატი.

ლამზირა ბიგანაშვილი (კაფე-ბარი, რესტორანი, ჭიაურელის N38) - იმ სათავსოში, სადაც მიმდინარეობს სურსათის წარმოებისა და გადამუშავების ღია პროცესი, სავენტილაციო სისტემაზე წარმოიქმნება კონდენსატი და ბინძურდება სურსათი.

შპს ელელ ჯგუფი (საშაურმე, დიღმის მასივი IV და V კვარტალს შორის არსებულ ტექსელის ხეივანში არსებული შენობა 49) - გამწოვი სავენტილაციო სისტემა არის დაბინძურებული, გროვდება კონდენსატი.

ი/მ თორნიკე სისაური (სკოლის ბუფეტი/სამზარეულო, ბაქოს ქ. N1) - არ ხდება იმ საგნების, აღჭურვილობებისა, მოწყობილობებისა და ზედაპირების დასუფთავება და დეზინფიცირება, რომელიც შეხებაშია სურსათთან.

შპს Aladashvili&co (სოციალურად დაუცველი ბენეფიციარების მომსახურება/სასადილო, ტურგენევის ქ. N1) - იმ სათავსოში, სადაც ხდება სურსათის წარმოება/გადამუშავების ღია პროცესი, აღმოჩენილია მწერები.

შპს "ლუდის ქარხანა ჩემო კარგო" (კაფე-ბარი, რესტორანი, ბელიაშვილის ქ. #25) - სურსათში აღმოჩენილია პათოგენური მიკროორგანიზმი, რომელმაც შესაძლოა, რისკი შეუქმნას ადამიანის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას; სურსათის შესაფუთი მასალა არ ინახება სათანადო პირობებში და წარმოადგენს სურსათის დაბინძურების წყაროს.

შპს ,,ფენიქსი'' (კაფე-ბარი, რესტორანი, დ.აღმაშენებლის გამზ 42) - იმ სათავსოში, სადაც ხდება სურსათის წარმოება/გადამუშავების ღია პროცესი, აღმოჩენილია მწერები.

შპს „კუში ინდიან ფუდ“ (კაფე-ბარი, რესტორანი, მერაბ კოსტავას ქ #44) - სამზარეულოში, სადაც მიმდინარეობს სურსათის/წარმოება/გადამუშავების ღია პროცესი ჭერი არ ექვემდებარება დასუფთავებას ან/და დეზინფექციას და აღნიშნულმა შეიძლება გამოიწვიოს სურსათის დაბინძურება; არ არის დაცული სურსათის შენახვის ტემპერატურული რეჟიმი.

ი.მ დავით სარდლიშვილი (სასადილო, აღმაშენებლის ხეივანი 12 კმ) - ანტისანიტარია, კონდენსატის დაგროვება, სამზარეულოს არასათანადო ინვენტარი.

შპს „დეიდრიმ უნივერსალ საქართველო“ (სასადილო, ვარკეთილის მეტროს მ.ტ) - დაბინძურებულია სავენტილაციო სისტემა, გროვდება კონდენსატი; არ ტარდება სათანადო რეცხვა-დეზინფექცია.

ლელა ცხვარაძე (კაფე-ბარი, რესტორანი. თემქა მე-3 მ/რ, მე-5 კვ. მე-16 მ/ტ) - გროვდება კონდენსატი და ბინძურდება სურსათი.

შპს ფუდტოპია (სწრაფი კვების ობიექტი, რუსთაველის გამზ N2-4) - კონდენსატის დაგროვება, ნივთების არსათანადო რეცხვა-დეზინფიცირება.

გია ჩიგოგიძე (საცხობი, ცაბაძის ქ. 8, ფაცხები) - კედლები და ჭერი არ ექვემდებარება დასუფთავებას ან/და დეზინფექციას და აღნიშნულმა შესაძლებელია გამოიწვიოს სურსათის დაბინძურება; არ სუფთავდება და კოროზირებულია საგნები და აღჭურვილობები.