ქვემო ქართლის გუბერნატორმა პაატა ხიზანაშვილმა თანამდებობის დატოვების შემდეგ, „ინფო რუსთავთან“ პირველი კომენტარი გააკეთა. როგორც ყოფილმა გუბერნატორმა „ინფო რუსთავს“ განუცხადა, მუშაობას, ის, ძალოვან სტრუქტურებში, კერძოდ კი, სახელმწიფო დაცვის სამსახურში გააგრძელეებს.
რაც შეეხება ვაკანტურ პოსტს, ქვემო ქართლის გუბერნატორის მოვალეობას, დროებით, პაატა ხიზანაშვილის პირველი მოადგილე კახაბერ გუგეშაშვილი შეასრულებს.