კაცმა ყოფილი ცოლი დაჭრა

2020-02-11 11:24:48

თბილისში, ჯავახეთის ქუჩაზე ახალგაზრდა ქალი დაჭრეს. გავრცელებული ინფორმაციით, ქალს ყელის არეში დაზიანება ყოფილმა ქმარმა მიაყენა.

ახალგაზრდა ქალს სიცოცხლისთვის საშიში დაზიანება არ აღენიშნება. დაჭრილი საავადმყოფოში გადაიყვანეს ექიმის განცხადებით, პაციენტის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა და მის სიცოცხლეს  საფრთხე არ ემუქრება.

მომხდარს შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ. საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. აღნიშნული მუხლი 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.