სასამართლო მკვლელობის საქმეზე

2020-02-05 13:36:05

რუსთავის საქალაქო სასამართლოში დავით მუმლაძის მკვლელობის საქმეზე დაკავებული 6 პირის წინასასამართლო სხდომა მიმდინარეობს. სხდომას მოსამართლე ეკატერინე პართენიშვილი უძღვება.

რუსთავის საქალაქო სასამართლო დღეს აღნიშნულ საქმეში დაცვის მხარის მიერ მოპოვებული მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელებს.

წინა სასამართლო სხდომაზე, რომელიც 20 იანვარს შედგა, დაცვის მხარემ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი გარკვეული მტკიცებულებების არდასაშვებობის შუამდგომლობით მიმართა მოსამართლე ეკატერინე პართენიშვილს, თუმცა რა გადაწყვეტილება მიიღო აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლომ, ჯერჯერობით უცნობია.

RUSTAVI