რუსთავში, ბანკში საეჭვო პირი შენიშნეს [video]

2020-02-04 19:47:47

რუსთავში, მეგობრობის გამზირზე არსებული “ლიბერთი ბანკის" მიმდებარე ტერიტორიაზე სამართალდამცველების განსაკუთრებული მობილიზება იყო. [ვიდეო/video]

“ინფო რუსთავის” ინფორმაციით, ბანკის თანამშრომლებმა შენობაში საეჭვო პირი შენიშნეს, რის შემდეგაც სამართალდამცველებს დაუკავშირდნენ.

როგორც საინფორმაციო სააგენტომ გაარკვია, აღნიშნული პირი რუსთავში არსებული ერთ-ერთი სამორინეს დაცვის სამსახურში მუშაობს. ჩვენი ინფორმაციით, მას ხელმძღვანელმა აზარტული დაწესებულების შენობაში არსებული სალაროს მიმდებარე პერიმეტრის გაკონტროლება სთხოვა, მან ინფორმაცია, სავარაუდოდ, არასწორად გაიგო და სალაროს პერიმეტრის გასაკონტროლებლად ლიბერთი ბანკში წავიდა. აღნიშნულ ფაქტს პოლიციაც ადასტურებს.

მამაკაცი სამართალდამცველებმა გამოკითხვაზე უკვე გადაიყვანეს.