"მადლიერი ვარ რუსთაველების" [video]

2020-02-05 00:29:16

10 წლის კორეელი დაელ ჰეო, რომელიც ბოლო დროს ინტერნეტსივრცეში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს, უკვე 2 წელი და რამდენიმე თვეა რუსთავში ცხოვრობს და რუსთავის #13-ე საჯარო სკოლაში სწავლობს. [ვიდეო/video]

კითხვაზე, კორეა უფრო უყვარს თუ საქართველო, პასუხობს, რომ საქართველო, მისი სიყვარული კი ამ ქვეყნის მიმართ სწორედ რუსთავიდან იწყება.

ენის ბარიერი, რომელიც კორეის დედაქალაქ სეულიდან ჩამოსული პატარა გოგონასთვის თავდაპირველად დიდი პრობლემა იყო, როგორც დაელ ჰეო თავად იხსენებს, "რუსთაველი კეთილი ადამიანების" დახმარებით გადალახა, რისთვისაც გოგონა მათ დიდ მადლობას უხდის.

ბევრი რამ ამ ქალაქში არ მოსწონს, მაგალითად უწესრიგო საგზაო მოძრაობა და გარემოს დაბინძურება, თუმცა აქ დარჩენას დიდი ხნის განმავლობაში აპირებს და სურს, რომ ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვალოს.

ბევრ სხვა გეგმასთან ერთად, 10 წლის კორეელი გოგონას მთავარი გეგმა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნებაა, სწორედ ამ მიზნით მას სურს, რომ მომავალში მისი მეორე სამშობლოს, საქართველოს პრეზიდენტი იყოს.

"ინფო რუსთავი"-ს სრული ინტერვიუ დაელთან ნახეთ ვიდეოში.


ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები