იგეგმება თუ არა მერიაში საკადრო ცვლილებები

2019-02-01 12:33:37

რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა მერიაში საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით პირველ კომენტარს "ინფო რუსთავთან" გააკეთა.

საინფორმაციო სააგენტოსთან საუბრისას ქალაქის მერმა დაადასტურა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ვიცე-მერის პოზიციას ბესიკ ტოგონიძე დაიკავებს, ხოლო მერის ახალი მოადგილე ირმა მესხი იქნება.

"თქვენ იცით, რომ ვაკანტური თანამდებობა იყო იმის შემდეგ, რაც მერის პირველმა მოადგილემ განცხადება დაწერა. ამ ეტაპზე პირველ მოადგილედ დაინიშნა ბატონი ბესიკ ტოგონიძე. ასევე ვადასტურებ გავრცელებულ ინფორმაციას ირმა მესხთან დაკავშირებით. ჩვენ ეს შეთანხმება გვქონდა დიდი ხნის წინ, რომ ყველა კითხვაზე, რასაც დასვამდით საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით, პასუხს მიიღებდით და არ გავურბივარ ამ პასუხებს", - განაცხადა რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ.