მილიონობით სმარტფონზე WhatsApp მუშაობას წყვეტს

2020-02-02 22:39:24

ანდროიდისა და აიფონის მობილურ მოწყობილობებს, რომლებსაც ოპერატიული სისტემა განახლებული არ აქვთ, WhatsApp-ზე წვდომა შეუჩერდებათ. WhatsApp-ის განცხადებით, გადაწყვეტილების მიზანი მომხმარებელთა უსაფრთოების დაცვაა.

ისეთ მოწყობილობაზე, როგორიც Iphone 4-ია, ვეღარ შეძლებენ WhatsApp-ის გამოყენება, რადგან აიფონ 4 ios 7 ოპერატიულ სისტემაზე მუშაობს და მისი განახლება შეუძლებელია.

აპლიკაციის გამოყენებას კვლავ შეძლებენ ანდროიდები, რომლებიც Android 2.3.7-ზე მუშაობენ და აიფონები, რომლებიც ios 8-ს იყენებენ, რადგან ასეთ მოწყობილობებზე ოპერატიული სისტემის განახლება შესაძლებელია.

2020 წლის 15 იანვრიდან WhatApp-ის აპლიკაციამ მუშაობა სრულიად შეწყვიტა Windows-ის ოპერატიული სისტემის მქონე ტელეფონებზე.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები