ჩინეთიდან საქართველოში ჩამოსულ გოგონას ვირუსი აქვს

2020-01-28 15:40:45

სოფელ ბაკურციხეში ჩინეთიდან ჩამოსულ გოგონას ვირუსი აქვს. მას ტემპერატურა აღენიშნება.

გავრცელებული ინფორმაციით, ქალმა ჩინეთში იმოგზაურა და საქართველოში 16 იანვარს დაბრუნდა. მედიკოსებს კი 26 იანვარს მიმართა მაშინ, როდესაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა.

ოჯახის ექიმის თქმით, პაციენტი მკურნალობს და ამ ეტაპზე არ არის მისი ინფექციურში გადაყვანის აუცილებლობა.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე პაატა იმნაძე აცხადებს, რომ 22 წლის გოგონას, რომელიც ჩინეთიდან 16 იანვარს ჩამოვიდა და ვირუსული ინფექციის ნიშნები გამოუვლინდა, კორონავირუსი არ აქვს და არც ერთი საერთაშორისო სტანდარტით, კორონავირუსის შესაძლო ან საეჭვო შემთხვევად არ ითვლება.

პაატა იმნაძის თქმით, გოგონას ვირუსული ინფექცია ოჯახის წევრებისგან გადაედო. ამასთან, კონკრეტულად რა ტიპის ვირუსი აქვს მას, ამ ეტაპზე უცნობია და მიმდინარეობს დაკვირვება.

ახალგაზრდა ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობას ეპიდემიოლოგები სწავლობენ.

წყარო: ტელეკომპანია გურჯაანი