მოაჯირიდან ახალგაზრდა ბიჭი გადავარდა

2020-01-28 15:13:40

ქუთაისში, ბაგრატის ტაძრის მოაჯირიდან ტურისტი გადავარდა. თვითმხილვების თქმით, ბიჭი მოაჯირზე ფოტოების გადასაღებად ავიდა, რა დროსაც ფეხი დაუცდა და სიმაღლიდან გადავარდა.

არასრულწლოვანს დაზიანებები აღენიშნება. თვითმხილველების თქმით, სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა მოზარდი ბავშვთა საავადმყოფოში გადაიყვანა. არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა ბიჭი რუსეთის მოქალაქეა.