ციხის ნანგრევებიდან 19 წლის ბიჭი გადმოვარდა.

2017-04-19 13:46:50

რუსთავის კულტურისა და დასვენების პარკში არსებული, ციხე-სიმაგრის ნანგრევებიდან ახალგაზრდა მამაკაცი გადმოვარდა. შემთხვევა გუშინ ღამის საათებში მოხდა. დაშავებული მცირე დაჟეჟილობებით, სასწრაფო-სამედიცინო ეკიპაჟის მიერ, ქალაქის ცენტრალურ  საავადმყოფოში იქნა მოთავსებული.  პაციენტი ამ დროისთვის მკურნალობას სახლში გადის.

რუსთავის მუზეუმის ხელმძღვანელის, ნაზი პაჭიკაშვილის განმარტებით, რუსთავის ციხე-სიმაგრე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს წარმოადგენს და ნანგრევებზე ასვლა ძეგლის დაზიანებას იწვევს. გარდა ამისა რუსთავის ციხე, მუნიციპაიტეტის მფლობელობაშია და ნანგრევებზე ასვლა აკრძალულია.