რუსთავს ახალი სახანძრო ავტომობილი გადაეცა

2020-01-25 15:09:24

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა რეგიონულ დანაყოფებს ახალი, ევროპული სტანდარტების შესაბამისი ავტომანქანები გადასცა. "მაგირუსის" ფირმის სახანძრო ტექნიკა თბილისის გარდა რუსთავის, სიღნაღის, ქუთაისის, ზუგდიდის და ბათუმის სამმართველოებს გადაეცა. უახლოეს პერიოდში დაგეგმილია გერმანული სახანძრო-სამაშველო მანქანის გადაცემა ბორჯომისთვის.

ახალი ავტომობილები მეხანძრე-მაშველებს რეგიონებში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა თემურ მღებრიშვილმა, სამსახურის უფროსის პირველ მოადგილე ლევან ღირსიაშვილთან და სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის უფროს დავით სუხიშვილთან ერთად გადასცა.

30-სახანძრო ავტომანქანა საქართველოში 2019 წლის ბოლოს ჩამოვიდა.

6 ავტომანქანა თბილისს 24 ავტომანქანა კი რეგიონებს გადაეცა - აჭარა - 3, გურია - 2, სამეგრელო-ზემო სვანეთი - 2, რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთი - 1, შიდა ქართლი - 3, იმერეთი - 3, ქვემო ქართლი - 4, კახეთი - 3, მცხეთა-მთიანეთი - 3.

ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს