ავარია რუსთავი-თბილისის მაგისტრალზე [photo]

2020-01-22 11:24:57

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა რუსთავი-თბილისის ავტომაგისტრალზე.

კრწანისის გადასახვევთან ერთმანეთს "ტოიოტასა" და "მერსედესის" მარკის ავტომობილები შეეჯახა.

ავარიის შედეგად არავინ დაშავებულა.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია.