სკოლებსა და ბაღებში ენერგოეფექტური ღონისძიებები განხორციელდება.

2017-04-18 13:59:29

სკოლებში, ბაღებში, ადმინისტრაციულ და საზოგადოებრივ შენობებში შესაძლოა ენერგოეფექტური ღონისძიებები განხორციელდეს. პროექტის ფარგლებში თავდაპირველად ცნობიერების ასამაღლებლად სხვადსხვა სახის აქტივობები და ტრენინგები ჩატარდება. პროექტი, რომელიც მიზნად ენერგოდამზოგი ღონისძიებების გატარებას ისახავს, საქართველოს მასშტაბის 6 ქალაქში ხორციელდება, მათ შორის რუსთავშიც. საკითხთან დაკავშირებით, დღეს ადგილობრივ თვითმმართვცელობაში ისაუბრეს. პროექტის წარმომადგენლები, ადგილობრივი ხელისუფლებისა და საგანმანათლებლო დაწესებულებების ხელმძღვანელ პირებს შეხვდნენ.