დავით ბაჩილავა 49 წლის ასაკში ინსულტით გარდაიცვალა

2020-01-20 18:09:46

რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში ტრავმატოლოგია-ორთოპედიის დეპარტამენტს დავით ბაჩილავას სახელი მიენიჭა. აღნიშნულის შესახებ გადაწყვეტილება სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელობამ მიიღო.

რუსთაველი ექიმი დავით ბაჩილავა 49 წლის ასაკში ინსულტით გარდაიცვალა. ექიმი-ტრავმატოლოგი ქალაქის ცენტრალურ საავადმყოფოში წლების განმავლობაში მუშაობდა.