სოკოს საწარმო "თეთრი ქუდი", რომელიც რუსთავში არასასიამოვნო სუნის გავრცელების კერაა, კომპოსტირების პროცესს ქალაქიდან მოშორებით გადაიტანს. "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, პროცესის სხვა ლოკაციაზე განხორციელება რამდენიმე თვეში დაიწყება.
როგორც საინფორმაციო სააგენტომ გაარკვია, საწარმო ქალაქიდან მოშორებით ახალი ნაკვეთის შესყიდვას გეგმავს. ჯერჯერობით უცნობია, მოხდება თუ არა სამომავლოდ "თეთრი ქუდის" სხვა ტერიტორიაზე განთავსება, თუმცა, ჩვენი ინფორმაციით, ამ ეტაპზე ქალაქიდან მოშორებით გადადის უშუალოდ ის პროცესი, რომელიც უსიამოვნო სუნის წარმოშობის მიზეზი იყო.
შეგახსენებთ, პროტესტი ქალაქში უსიამოვნო სუნის შემოდინების შესახებ უკვე წელიწადზე მეტია გრძელდება.