ჰაკათონი რუსთავში [photo]

2020-01-12 15:52:54

არასამთავრობო ორგანიზაცია "სიქამ", სოციალური საწარმო "რობოლაბის"ორგანიზებით, 11, 12 იანვარს, სტელის და ტექნოლოგიების მიმართულებით ორდღიანი ჰაკათონი გამართა.

ჰაკათონში ქვემო ქართლის სკოლების, 9-დან 12-წლამდე მოსწავლეები იყვნენ ჩართულნი. პროექტის მონაწილე 60 მოსწავლე, 5 ბავშვისგან შემდგარ გუნდებად დაიყო. კონკურსანტებს მიეცათ კონკრეტული დავალებები და ორი დღის განმავლობაში მის შესრულებაზე მუშაობდნენ.

"ეს კონკურსი არის ბავშვების ჩართულობისთვის. გამარჯვებული გუნდები და მენტორები ბიბლუსის ვაუჩერებით, ფლეშბარათებით, წიგნებით, ჩვენი ჭიქები და წვრილმანი არაერთი პრიზით დაჯილდოვდებიან, ველით რომ ყველაფერი ძალიან საინტერესო გამოვა" - "ინფო რუსთავთან" საუბრისას "რობოლაბის" დირექტორმა ანა მელაშვილმა განაცხადა.

კონკურსს შესაბამისი სპეციალისტები, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სააგენტოსა და განათლების სამინსტროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ჰაკათონის ორგანიზატორია ტექნოლოგიებისა და რობოტიკის სასწავლო ცენტრი "რობოლაბი". კონკურსი საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მცირე გრანტების პროგრამის ფარგლებში და რუსთავის მერიის მხარდაჭერით ხორციელდება.