მას შემდეგ, რაც "ინფო რუსთავმა" ინფორმაცია გაავრცელა რუსთავში გოგონას სკულპტურის დაზიანების შესახებ , პოლიციამ მომხდარზე გამოძიება დაიწყო.
არსებული ინფორმაციით, პირი, რომელმაც ქანდაკება დააზიანა, იდენტიფიცირებულია. როგორც საინფორმაციო სააგენტომ გაარკვია, დამნაშავე 50 წლამდე მამაკაცია.
"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, პოლიციამ მამაკაცს მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებული ვიდეო სათვალთვალო კამერებიდან ამოღებული კადრების დახმარებით მიაკვლია.
საკითხთან დაკავშირებით "ინფო რუსთავს" შსს-ში განუცხადეს, რომ მომხდარზე გამოძიება სსკ 187-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.
შეგახსენებთ, რუსთავში, კოსტავას გამზირზე განთავსებული გოგონას სკულპტურა 9 იანვარს დააზიანეს.