ვანდალიზმის ფაქტი რუსთავში [photo]

2020-01-09 13:30:24

რუსთავში, კოსტავას გამზირზე, გოგონას სკულპტურა დააზიანეს. უცნობმა პირებმა ბუშტის ფიგურა 90 გრადუსით მოატრიალეს, ასევე დაზიანებულია სკულპტურის თავი.

ცნობისთვის, რუსთავში ვანდალიზმის ფაქტები გახშირდა. "ბიჭუნას" ქანდაკება 6 ჯერ დააზიანეს. დაზიანებული იყო ასევე მოსწავლის სკულპტურებიც, რომელიც საჯარო სკოლების მიმდებარე ტერიტორიაზეა განთავსებული.

ვანდალური ფაქტები სკვერებშიც ფიქსირდება.