2 წლის გოგონა კლინიკაში გარდაიცვალა

2020-01-06 19:39:48

მარნეულის მუნიციპალიტეტში, "ავერსის" კლინიკაში მცირეწლოვანი გარდაიცვალა.

"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, 2 წლის გოგონას, თერმული დამწვრობა ჰქონდა, ბავშვს ცხელი წყალი გადაესხა.

მცირეწლოვანის ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმების შემდეგ, ოჯახის წევრებმა, ის სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, რის შემდეგაც გოგონა გარდაიცვალა.

ცხედარს რუსთავის პროზექტურაში ექსპერტიზა ჩაუტარდა, რის შემდეგაც სახლში გადაასვენეს.

შსს-ში "ინფო რუსთავს" განუცხადეს, რომ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სიცოცხლის  გაუფრთხილებლობით მოსპობას გულისხმობს.