რუსთავი - წითელი ხიდის საავტომობილო გზაზე ტრაილერი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ამობრუნდა. [ვიდეო/video]
შემთხვევის შედეგად 52 წლის მძღოლი დაშავდა, რომელიც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა კლინიკა რუსთავში გადაიყვანა. ექიმის ინფორმაციით, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
ინფო რუსთავის ინფორმაციით, ტრაილერს რომელსაც უცხო ქვეყნის მოქალაქე მართავდა, თურქეთის მიმართულებით ძაფები გადაჰქონდა.