"დილიდან ვემსახურებით მგზავრებს"

2020-01-01 15:11:04

რუსთავიდან თბილისის მიმართულებით მოძრავი მიკროავტობუსები ჩვეულ რეჟიმში მუშაობენ. ამის შესახებ ინფო რუსთავს კომპანია ინტერტრანსში განუცხადეს.

„დილიდან ვემსახურებით მგზავრებს. პირველი მიკროავტობუსი ქალაქიდან 07:00 საათზე გავიდა. მოგეხსენებათ, რომ ყველა სამარშრუტო ხაზს მგზავრთა ნაკადის გათვალისწინებით საკუთარი სამუშაო განრიგი აქვს. ზოგი მათგანი დღეს სამუშაოს 23:00 საათზე, ზოგი 24:00 საათზე ზოგი კი ღამის 01:00 საათზე დაასრულებს“,– განაცხადეს „ინტერტრანსში“.