რუსთავში საახალწლოდ პიროტექნიკის გამოყენებისას 8 ადამიანი დაშავდა. [ვიდეო/video]
დაშავებულებიდან 6 მოზარდია, მათ შორის ყველაზე მცირეწლოვანი 10 წლისაა.
"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით დაშავებული 8 ადამიანიდან 5-ს თითების ამპუტაცია დასჭირდათ.
პაციენტები მკურნალობას რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში და კლინიკა რუსთავში გადიან, ნაწილი კი თბილისში, სპეციალიზირებულ კლინიკებში გადაიყვანეს.
დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.