დაპირისპირება და დაკავებები პარლამენტთან

2019-12-31 09:23:28

თბილისის მერიის თანამშრომლებმა პარლამენტის შენობის წინ საბავშვო ატრაქციონები დადგეს. პარლამენტის შენობაზე ასევე დამონტაჟდა საახალწლო განათებები.

ადგილზე რჩებიან ოპოზიციური პარტიებისა და ახალგაზრდული მოძრაობების წარმომადგენლები, რომლებიც კარვების აღებას და ატრაქციონების დამონტაჟებას აპროტესტებენ.

დასუფთავების სამსახურმა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან კარვები დღეს ღამით აიღო. ადგილზე საბავშვო ატრაქციონებისა და საახალწლო დეკორაციების მონტაჟი დაიწყო.

ამის შემდეგ, ადგილზე ოპოზიციური პარტიებისა და ახალგაზრდული მოძრაობების წარმომადგენლები მივიდნენ, კარვების აღება გააპროტესტეს და ხელმეორედ გაშლა სცადეს, რასაც სამართალდამცველებთან დაპირისპირება მოჰყვა. შსს-ს ცნობით, დაკავებულია ცხრა პირი.