მომდევნო 4 დღის ამინდის პროგნოზი

2019-12-29 22:18:31

30 დეკემბრს საქართველოს დაბლობსა და ბარში მოსალოდნელია წვიმა, დასავლეთ საქართველოში ზოგან ძლიერი. 

30 და 31 დეკემბერს ღამის საათებში მაღალმთიან ზონებში შესაძლებელია ძლიერი თოვა, ნისლი და ქარბუქი. მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია მთიან ზონებში ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს.

რუსთავში ჰაერის ტემპერატურა იქნება: 30 დეკემბერი +10°C, 31 დეკემბერი +11°C, 1 იანვარი +12°C, 2 იანვარი +11°C.