საახალწლო საღამო ცენტრალურ პარკში

2019-12-29 12:53:52

რუსთავის ცენტრალურ პარკში საახალწლო საღამო მოეწყო. რუსთაველების საზეიმო განწყობაზე ახალგაზრდულმა გაერთიანება "იმპულსმა" იზრუნა.

ახალგაზრდების მიერ ორგანიზებულ საახალწლო ღონისძიებაზე გაერთიენების წევრები სტუმრებს ცხელი სასმელითა და ტკბილეულით გაუმასპინძლდნენ. საღამოს ფარგლებში მოეწყო კინოჩვენებაც. პარკში, საახლაწლო სოფელთან ახლოს, დიდ ეკრანზე ბავშვებისთვის ჯადოსნური ანიმაცია "Klaus" იყო წარმოდგენილი.

ღონისძიებაზე განწყობის ასამაღლებლად ახალგაზრდების მიერ შერჩეული საახალწლო თემატიკის მუსიკაც ისმოდა.

საღამოზე დასწრება იყო თავისუფალი და  შესაძლებელი ნებისმიერი მსურველისთვის.

"იმპულსი" მსგავსი ტიპის საღამოების მოწყობაში აქტიურადაა ჩართული. ნახეთ წინა ღონისძიბა, რომელიც ამ გაერთიანების სახელით გაიმართა.