თანამედროვე მუსიკის საღამო "კაფუნეში" [photo]

2019-10-28 11:13:41

რუსთავში, სოციალურ კაფე “კაფუნეში” თანამედროვე მუსიკის საღამო “Impulse Sunday” გაიმართა.

საღამო ახალგაზრდული გაერთიანება “იმპულსის” ორგანიზებით მოეწყო და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ახალგაზრდების თანატოლებთან ინტეგრაციის ხელშეწყობას ისახავდა მიზნად.

ღინისძიებას მუსიკალურად “კაფუნეში” TSOTNE&LUKA, RUKARTI და ჟირაფი აფორმებდნენ. ასევე საღამოზე მიწვეულები იყვნენ ელექტრონული მუსიკის შემსრულებლები nickb Live და guri.

თანამედროვე მუსიკის საღამოზე დასწრება 16 წლის ზევით ნებისმიერი მსურველისთვის თავისუფალი გახლდათ.