კინომწარმოებლები რუსთავში

2019-11-28 13:27:14

კინომწარმოებლებისთვის, რუსთავი, 2019 წელს, საკმაოდ მიმზიდველი იყო. წლის განმავლობაში, ქალაქში, 4 უცხოური ფილმის ეპიზოდები გადაიღეს.

ქართულ-არაბულ სერიალი -  რუსთაველის ქუჩაზე, კერძოდ, ქიმიკოსთა სპორტკომპლექსის მიმდებარე ტერიტორიაზე სერიალის, რამდენიმე სერია გადაიღეს. ნახეთ ბმული

"ფორსაჟი 9" [ვიდეო/video] - ჰოლივუდის კინომწარმოებელი კომპანიის "UNIVERSAl PICTURES" ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფილმის „Fast and Furious 9"-ის ეპიზოდის გადაღება ქალაქში რამდენიმე ლოკაციაზე მიმდინარეობდა. ნახეთ ბმული

"ზეციური ქალბატონის“ [ვიდეო/video] - "სარკე სტუდიამ", რუსთავში, ბრიტანული ფილმის "Lady Of Heaven"-ის ეპიზოდები, ლეონიძის ქუჩაზე და რკინიგზის სადგურის წინ არსებულ მოედანზე გადაიღეს. ნახეთ ბმული

სრულმეტრაჟიანი მხატრვრული ფილმი [ვიდეო/video] - კოსტავას გამზირზე, გადაღებებს შპს "მეტრო ფილმ პროდაქშენი" და ეგვიპტური კომპანია "Snapers Film"-ი აწარმოებდა. ნახეთ ბმული

ოთხივე უცხოურ ფილმში, რომლის გადაღებებიც რუსთავში მიმდინარეობდა, ადგილობრივი მსახიობებიც იყვნენ დასაქმებულები.