"დაშორება უახლოეს მოსახლესა და საწარმოს შორის 470 მეტრი უნდა იყოს, თუ კი ეს მანძილი არ იქნება დაცული, ჩაითვლება, რომ ეს საქმიანობა არის უნებართვო" - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ნინო თანდილაშვილმა განაცხადა.
მინისტრის მოადგილის თქმით, იმ შემთხვევაში თუ კომპანია, სამინისტროს მიერ დაწესებულ პირობებს არ გაითვალისწინებს, მათ მიმართ, კანონით გათვალისწინებული ყველა ზომა იქნება გატარებული.
"მნიშვნელოვანია, რომ თითოეულ საწარმოს გათავისებული ჰქონდეს ის მოთხოვნები და ვალდებულებები, რაც კანონმდებლობით არის განსაზღვრული. შესაბამისად ნებართვა, რომელიც გაიცა სამინისტროსგან აწესებს კონკრეტულ მოთხოვნებს და პირობებს ამ საწარმოს აშენებისათვის. აქედან გამომდინარე, თუ კი რაიმე კონკრეტული ხარვეზი არსებობს დოკუმენტაციაში, საწარმო ვალდებულია განახლებული განაცხადით მომართოს სამინისტროს, რომელსაც სამინისტრო განიხილავს და მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას", - განაცხადა ნინო თანდილაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ რუსთაველი აქტივისტები, ე.წ. კუზიანი ხიდის მიმდებარედ, ახალი საწარმოს მშენებლობას ეწინააღმდეგებიან. მათი თქმით, დასახლებული პუნქტიდან 340 მეტრის დაშორებით, ტექნიკური ზეთის გადამამუშავებელი საწარმო არ უნდა აშენდეს. ნახეთ ბმული