დარღვევები სოკოს საწარმოში [video]

2019-12-28 20:22:33

"გარემოს დაცვისა ზედამხედველობის დეპარტამენტმა სოკოს საწარმოში, ჩაატარა საწარმოს კომპლექსური შემოწმება" - ამის შესახებ "ინფო რუსთავს" გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ნინო თანდილაშვილმა განუცხადა. [ვიდეო/video]

მინისტრის მოადგილის თქმით, საქმიანობა, რომელიც ეხება კომპოსტირებას, საწარმოში გარკვეული დარღვევებით მიმდინარეობდა.

"შედგა საქმეზე ოქმი და საქმის განხილვა მიმდინარეობს სასამართლოში, როგორც კი სასამართლო გამოიტანს შესაბამის გადაწყვეტილებას, საწარმოს დაევალება, რომ აიღოს ნებართვა და სამინისტროს მიერ დადგენილი კონკრეტული პირობებით განაგრძოს თავისი საწარმოო პროცესი. ჩვენ ამ შემთხვევაში გამოვიყენეთ დაჯარიმების მექანიზმი, რაც გულისხმობს იმას, რომ შემოწმების შედეგად საქმე გადაეცეს სასამართლოს განსახილველად. მოხდება საწარმოს დაჯარიმება, თუ კი სასამართლო ამ გადაწყვეტილებას მიიღებს. როგორც კი ეს გადაწყვეტილება იქნება ჩვენ გავატარებთ კანონით გათვალისწინებულ ყველა ზომას იმისთვის, რომ საწარმომ აღმოფხვრას დარღვევები", - განაცხადა ნინო თანდილაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ სოკოს საწარმო "თეთრ ქუდში" ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტები გამოავლინეს, რის გამოც საწარმო 500 ლარის ოდენობით დაჯარიმდა. ნახეთ ბმული