ავტოსაგზაო შემთხვევა რუსთავი-ლილოს მაგისტრალზე [ვიდეო/video]
ერთმანეთს "ტოიოტა"-ს მარკის მსუბუქი ავტომობილი და ტრაილერი შეეჯახა.
შეჯახებისას "ტოიოტა"-ს მარკის ავტომობილი ინერციით ხევში გადავარდა.
ავარიის შედეგად 2 მამაკაცი გარდაიცვალა.
ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო სამედიცინო, საპატრულო პოლიციისა და სახანძრო-სამაშველო სამსახურის ეკიპაჟები.
მომხდარის გამო აღნიშნულ მონაკვეთზე საავტომობილო მიმოსვლა დროებით შეზღუდული იყო.
"ინფო რუსთავს" შსს-ში განუცხადეს რომ - "ფაქტზე გამოძიება სსკ 276-ე 8 ნაწილით დაიწყო".
"ინფო რუსთავი"-ს ჟურნალისტი გაესაუბრა ტრაილერის მძღოლს - დეტალები ნახეთ ვიდეოში.