საახალწლო განწყობა ბაღებში [photo]

2019-12-21 15:04:23

რუსთავის ბაღები, წინა საახალწლოდ აღსაზრდელებისთვის სადღესასწაულო და ჯადოსნური გარემოს შესაქმნელად მოირთო.

როგორც წესი, ბავშვებისთვის, ახალი წელი, ფერად ნათურებთან, საახალწლო დეკორაციებთან, ნაძვისხესთან, თოვლის ბაბუასთან, ბევრ საჩუქართან და ა.შ. ასოცირდება.

წინასაახალწლო განწყობა, რუსთავის ყველა ბაღში იგრძნობა. სხვადასხვა დეკორაციებით, მოირთო როგორც ბაღების ეზოები, ასევე მთლიანად შენობა, დამონტაჟდა განათებები და მოირთო ნაძვისხე.

გთავაზობთ, წინა საახალწლოდ მორთულ ბაღების ფოტოებს.