არქივის შენობა წყალშია.

2017-04-13 13:56:16

ქვემო ქართლის რეგიონული არქივის შენობასთან საძირკვლის გამაგრებისა და სადრენაჟო სისტემის მოწყობის სამუშაოები გასული წლის 10 დეკემბერს დაიწყო და 2017 წლის იანვრის ბოლომდე უნდა დასრულებულიყო, თუმცა სამუშაოები 3 თვის შემდეგაც მიმდინარეობს. "ინფო რუსთავი" ეროვნული არქივის ინფრასტრუქტურის განვითარების უფროსს ილია ლომიძეს დაუკავშირდა, მისი თქმით, სადრენაჟო სამუშაოების დასრულების ვადის გადაცილება გაუთვალისწინებელმა მიზეზებმა განაპირობა – "მიწის სამუშაოების შესრულების დროს გაუთვალისწინებელი წყლის ოდენობა აღმოჩნდა ადგილზე, შესწავლილი იქნა წყალი ლაბორატორიულად ამას რაღაც პერიოდი დასჭირდა, სინჯები იქნა აღებული და ყველაფერი დასრულებულია, გაგრძელდება სამუშაოები და 1 თვის ვადაში დასრულდება". – აღნიშნა ილია ლომიძემ.

საძირკვლის გამაგრების სამუშაოების დაწყება  არქივის მიმდებარედ 112–ისა და პრობაციის ბიუროს აშენების შედეგად, გრუნტის წყლების მიმართულების შეიცვალამ და ამ მიზეზით არქივის შენობის გარშემო დაგროვილმა წყალმა განაპირობა.