"ამას ნამდვილად ვერ დავიბრალებ"

2019-12-18 11:23:23

სოციალურ ქსელში ვრცელდება ტექსტი რის მიხედვითაც ირკვევა რომ რუსთაველი მსახიობი, ბესო ზანგური ვაჟა გაფრინდაშვილს ნეგატიურ კონტექსტში მოიხსენიებს და ეთანხმება თბილისის საკრებულოს წევრის, ერეკლე კუხიანიძის მიერ გავრცელებულ პოსტს. "ინფო რუსთავი" რუსთაველის თეატრის მსახიობს დაუკავშირდა და გავრცელებულ ინფორმაციაზე კომენტარის გაკეთება სთხოვა.

"საქმე იმაშია რომ 10 დეკემბრიდან პროფაილ ფოტოთი დაწყებული აქტიურად ვიცავ ბატონ ვაჟა გაფრინდაშვილს. მე არა ვარ იმის კაცი დავწერო და ვუარყო, უარესი სტატუსები დამიწერია, მაგრამ ის რაც ამოკრეფილი და გაერთიანებულია და პლიუს დამატებულია ის სიტყვები, რომელიც ვინც მიცნობს ყველა მიწერს რომ რა თქმა უნდა ის ჩემი არაა ამას ნამდვილად ვერ დავიბრალებ. კიდევ ერთხელ ვაფიქსირებ ჩემს აზრს როგორც ექიმის შვილი და ამ ქვეყნის მოქალაქე: თავისუფკება უკანონო პატიმარ ვაჟა გაფრინდაშვილს. პ.ს. ტროლებო გაიღიმეთ :)", - განაცხადა "ინფო რუსთავთან" ბესო ზანგურმა.