უფასო ინტერნეტი რუსთავის სკვერებში [photo]

2019-12-16 19:07:15

უფასო ინტერნეტი რუსთავის სკვერებში - დღეიდან რუსთაველებს ე.წ. ჩიკაგოსა და ასევე გამსახურდიას სკვერებში საშუალება ექნებათ უფასო და ამავდროულად უსწრაფესი ინტერნეტით ისარგებლონ. ამასთან, პროექტის ფარგლებში, მოქალაქეებს აღნიშნულ რეკრეაციულ სივრცეებში მობილური ტელეფონების დამუხტვის საშუალებაც მიეცემათ.

როგორც "ინფო რუსთავს" რუსთავის მერიაში განუცხადეს, მზის სისტემაზე მომუშავე თითო-თითო მულტიფუნქციური სკამი ჩიკაგოსა და გამსახურდიას სკვერებში უკვე განთავსდა. აღნიშნული სკამი ელექტროენერგიის გამომუშავებას მზის ენერგიით ახდენს, მოქალაქეებს კი შესაძლებლობას უქმნის, ღია სივრცეში უსადენო ინტერნეტის წყარო ჰქონდეთ და ტელეფონის დამუხტვა შეძლონ.

აღსანიშნავია, რომ რუსთავში "მულტიფუნქციური სკამის" სახით ინოვაციური პროექტი განხორციელდა.